Sunday, October 15, 2017
მეცხრე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღე საინტერესო და სასიამოვნო იყო,გამორჩეული სხვა დღეებისაგან,რადგან დღეს გვქონდა პრეზენტაციების წარდგენა.მივიღეთ უკუკავშირი,. როგორც ტრენერისაგან, ისე კოლეგებისგან, გავეცანი კოლეგების პრეზენტაციებს, რასაც აუცილებლად ,გავითვალისწინებ ჩემს პრაქტიკულ საქმიანობაში. ამ ტრენინგმა მომცა სტიმული ხშირად ვამუშაო მოსწავლეები პროექტებზე, რათა ავუმაღლო მოტივაცია და განუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები.
ქალბატონო ლალი კიდევ ერთხელ გიხდით გულწრფელ მადლობას.
Friday, October 13, 2017
Sunday, October 8, 2017
მერვე დღის რეფლექსია
დღევანდელმა დღემაც მნიშვნელოვნად ჩაიარა, წარმოვადგინეთ საშინაო დავალება -მოსწავლის ნაშრომის შესწორებული ვერსია, ასევე დასრულებული და დასწორებული პროექტის გეგმა. ვისწავლეთ ბროშურის დამზადება და მისი გაფორმება.
მეშვიდე დღის რეფლექსია
მეშვდე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების შემოწმებით.გადავათვალიერეთ მოსწავლის ნაშრომები,სლაიდები,მივიღეთ უკკავშირი როგორც ტრენერისაგან, ისე თანამშრომლებისაგან. ვისწავლეთ ვიდეოს გადმოქაჩვა იუთუბიდან და ბლოგზე ატვირთვა, ასევე ვცადეთ მოსწავლის ნამუშევრის განთავსება ბლოგზე. ვისაუბრეთ შეფასების სქემაზე და მივიღეთ დავალების ინსტრუქცია.
Saturday, October 7, 2017
Friday, October 6, 2017
მეექვსე დღის რეფლექსია
დღევანდელი ტრენინგი დავიწყეთ განვლილი მასალის შეჯამებით. განვიხილეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსებული ნაწილი, მივიღეთ უკუავშირი ტრენერისაგან. გავეცანით სახელმძღვანელოდან V მოდულს. ვიმსჯელეთ შეფასების რუბრიკებზე. მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება. გავიხსენეთ პოვერ პოინტში მუშაობა, დიაგრამების აგება, საჭირო ინფორმაციის განთავსება და პრეზენტაციის შექმნა.
Sunday, September 24, 2017
მეხუთე დღის რეფლექსია
მეხუთე ტრენინგი დავიწყეთ დავალებების განხილვით და შეფასებებით, კერძოდ შეფასების დროის ჩარჩოს შევსება.მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან.
ტექნიური ხარვეზების მიუხედავად შევძელით ორი ინტერნეტ სივრცის ერთმანეთთან დაკავშირება: გუგლდრაივი და ბლოგი დავაკავშირეთ ბმულით. შევძელით ახალ ფაილებში ლინკების განთავსება.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი თავდაუზოგავი შრომისათვის
ტექნიური ხარვეზების მიუხედავად შევძელით ორი ინტერნეტ სივრცის ერთმანეთთან დაკავშირება: გუგლდრაივი და ბლოგი დავაკავშირეთ ბმულით. შევძელით ახალ ფაილებში ლინკების განთავსება.
დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს ასეთი თავდაუზოგავი შრომისათვის
Wednesday, September 13, 2017
მეოთხე დღის რეფლექსია
გავიხსენეთ წინა ტრენინგების მასალა-ვიმსჯელეთ პროექტის საკვანძო კითხვებიზე. გავეცანით ინფორმაციას შეფასების დროის ჩარჩოზე. ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა. პორტფოლიოში ახალი ფაილების დამატება. დრაივაში განთავსებული სასწავლო გეგმის მითითებული გრფები შევავსეთ და მივიღეთ დავალების შესაბამისი ინსტრუქცია.
Tuesday, September 12, 2017
პროექტის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
ზოგადი კითხვა:
1. რა განსაკუთრებული ადგილი უჭირავს საკულტო ნაგებობებს ჩვენი ქვეყნის კულტურის ისტორიაში?
თემატური კითხვები:
1.კომპოზიცირი აგების თვალსაზრისით, როგორ შეიძლება დავახასიეთოთ ჩვენ სოფლის ხუროთმოძღვრულ ძეგლები.
2. რისი გაკეთება შეგვიძლია ჩვენი სოფლის საკულტო ნაგებობების,
დაცვისა და პოპულარიზაციისათვის.
3. რამ განაპირობა სოფელში ამდენი ტაძრების აგება.
შინაარსობრივი ითხვები:
1. რა განსხვავება აქვს არქიტექტურის თვალსაზრისით, ღვთისმშობლისა და ცხრაკარას ეკლესიებს.
2. რას ნიშნავს-რესტავრაცია.
Friday, September 8, 2017
მესამე დღის რეფლექსია
ტრენინგი დავიწყეთ წინა დავალების შემოწმებით და მივიღეთ უკუკავშირი ტრენერისაგან.ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება სხვის პოსტებზე.ვისაუბრეთ პროექტის მიზნებზე.ჩვენი პროექტის მიზნები განვათავსეთ ბლოგზე. ასევე გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს
პროექტის მიზნები
- მოსწავლეები გააცნობიერებენ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის წარსულის შესწავლა.
- შეძლებენ სოფელ მატნის შესახებ მასალების მოძიებას, ინტერნეტში და მოსახლეობაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. მოაგროვებენ სოფლის საკულტო ნაგებობების ფოტო მასალას.
- . მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეები გაანალიზებენ რა დანიშნულება ქონდა და რა გავლენა იქონია საკულტო ნაგებობებმა იმ დროინდელ საზოგადოებაზე. წარმოაჩენენ რა მდგომარეობაშია ახლა.
- . დაახარისხებენ მოპოვებულ ფოტო, აუდიო, ვიდეო და ინფორმაციულ მასალას, იმსჯელებენ - საკულტო ნაგებობების: სტილის,ეპოქის, ჩუქურმის და კედლის მხატვრობის შესახებ.
- . კომპიუტერის გამოყენებით მოამზადებენ სლაიდშოუს, საინფორმაციო ბუკლეტებს და წარმოადგენენ პრეზენტაციაზე
Thursday, September 7, 2017
პროექტის შედეგების შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
ს.გ.VIII.8. მოსწავლეს
ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის და
კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს
ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს: თემატიკის, სტილის,
კომპოზიციური წყობის, კოლორიტის
მიხედვით;
·
მოიძიებს
მასალას რომელიმე მისთვის საინტერესო ქვეყნის კულტურის ძეგლებზე და წარუდგენს
თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო
მასალის სახით;
.
მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.VIII.10. მოსწავლეს
შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების
ნიმუშები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის
ხელოვნების ნიმუშებს და მსჯელობს მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე;
·
ადარებს ერთმანეთს რეალისტურ და პირობით
გამოსახულებებს;
·
მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა სახვითი ხელოვნება (თემატიკა,
სტილი, ტექნოლოგია, პროცედურა) დროსთან ერთად;
·
ადარებს ერთმანეთს ერთი კულტურის ცნობილ ძეგლებს.
ს.გ.VIII.11.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
კონტექსტში განიხილოს ხელოვნების ნიმუში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა
თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
·
მოსწავლე ხელოვნების ნიმუშს განიხილავს ისტორიული,
რელიგიური, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კუთხით;
·
მოსწავლე მსჯელობს, თუ როგორ აისახა სხვადასხვა კონტექსტი
(ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური) ხელოვნების ნიმუშის მხატვრულ
მხარეზე.
ს.გ.VIII.12. მოსწავლე ეცნობა ქართულ
ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული
პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით.
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ხელოვნების დარგის [მინანქარი, ოქრომჭედლობა, ჭედურობა, ხატწერა და სხვ.) რამდენიმე
ნიმუშის შესახებ და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;
·
ამოიცნობს
რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევარს და ადარებს ერთმანეთს შესრულების
მანერის მიხედვით.
ს.გ.VIII.13. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება
საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს ინფორმაციას რამდენიმე ცნობილ კულტურულ ძეგლზე და
მსჯელობს მათი გავლენის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე .
Sunday, September 3, 2017
მეორე დღის რეფლექსია
დღევანდელი დღეს დავრეგისტრირდით ბლოგზე.ავტვირთეთ პროექტის იდეა და შინაარსი.ვისწავლეთ გადაგზავნა ,რედაქტირება. გავიხსენე დრაივის შექმნა და მასალის ჩამოტვირტვა.
ჩემი პროექტის იდეა
თემა: ჩვენი სოფლის კულტურული მემკვიდრეობა.
ჩვენი სოფლის კულტურული მემკვიდრეობის უკეთ შესწავლის და პოპულარიზაციის მიზნით, მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას, სოფელში არსებული საკულტო ნაგებობების- არქიტექტურის და კედლის მხატვრობის შესახებ. მოაგროვებენ თემასთან დაკავშირებულ ვიზუალურ მასალას. დაახარისხებენ, შეადარებენ ერთმანეთს ეპოქების და სტილის მიხედვით . იმსჯელებენ, გაანალიზებენ და მოამზადებენ: მოხსენებებს; სლაიდ შოუს და ბუკლეტებს პრეზენტაციისათვის.
Subscribe to:
Posts (Atom)