ს.გ.VIII.8. მოსწავლეს
ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის კომუნიკაციის და
კულტურის თვითგამოხატვის საშუალება.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს
ერთმანეთს სხვადასხვა კულტურის ხელოვნების ნიმუშებს: თემატიკის, სტილის,
კომპოზიციური წყობის, კოლორიტის
მიხედვით;
·
მოიძიებს
მასალას რომელიმე მისთვის საინტერესო ქვეყნის კულტურის ძეგლებზე და წარუდგენს
თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო
მასალის სახით;
.
მიმართულება: ხელოვნების აღქმა კონტექსტში
ს.გ.VIII.10. მოსწავლეს
შეუძლია ამოიცნოს და შეადაროს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის ხელოვნების
ნიმუშები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და კულტურის
ხელოვნების ნიმუშებს და მსჯელობს მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებზე;
·
ადარებს ერთმანეთს რეალისტურ და პირობით
გამოსახულებებს;
·
მსჯელობს, თუ როგორ იცვლებოდა სახვითი ხელოვნება (თემატიკა,
სტილი, ტექნოლოგია, პროცედურა) დროსთან ერთად;
·
ადარებს ერთმანეთს ერთი კულტურის ცნობილ ძეგლებს.
ს.გ.VIII.11.
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
კონტექსტში განიხილოს ხელოვნების ნიმუში.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოსწავლე მიაკუთვნებს ხელოვნების ნიმუშს კონკრეტულ ეპოქასა
თუ კულტურას და ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
·
მოსწავლე ხელოვნების ნიმუშს განიხილავს ისტორიული,
რელიგიური, ეკონომიკური, თუ პოლიტიკური კუთხით;
·
მოსწავლე მსჯელობს, თუ როგორ აისახა სხვადასხვა კონტექსტი
(ისტორიული, რელიგიური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური) ხელოვნების ნიმუშის მხატვრულ
მხარეზე.
ს.გ.VIII.12. მოსწავლე ეცნობა ქართულ
ხელოვნებას და ხელოვნების მოღვაწეებს.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ისტორიული
პერიოდის ქართული ხელოვნების ძეგლებზე და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით.
აგროვებს ინფორმაციას მისთვის საინტერესო ხელოვნების დარგის [მინანქარი, ოქრომჭედლობა, ჭედურობა, ხატწერა და სხვ.) რამდენიმე
ნიმუშის შესახებ და აცნობს თანაკლასელებს მოხსენების და თვალსაჩინო მასალის სახით;
·
ამოიცნობს
რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევარს და ადარებს ერთმანეთს შესრულების
მანერის მიხედვით.
ს.გ.VIII.13. მოსწავლე იკვლევს, რა როლს ასრულებს ხელოვნება
საზოგადოების ცხოვრებაში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს ინფორმაციას რამდენიმე ცნობილ კულტურულ ძეგლზე და
მსჯელობს მათი გავლენის შესახებ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე .
No comments:
Post a Comment